რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო

რუსთავის პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო. 

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

კლუბის მშენებლობა საზოგადოება „რუსთაველებისა“ და ადგილობრივი ბიზნესსექტორის ხელშეწყობით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე სიმბოლური კაფსულა განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ჩადო.