რუსთავში, სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს 

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ერთ-ერთი სახლის სარდაფში ოჯახის წევრებმა იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.