რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში ხანძარი იყო. ქალაქის მე-7 მიკრორაიონის მე-17 საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ცენტრალური გათბობის ქვაბს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. 

როგორც ცნობილია, ბინაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.