რუსთავში საწვავის ფასების კლების მთხოვნით აქცია იმართება

რუსთავში მოქალაქეები საწვავის გაძვირებულ ფასებს აპროტესტებენ. აქცია-პერფორმანსი გმირთა მემორიალის მიმდებარედ მიმდინარეობს. 

დემონსტრანტების თქმით, მათ აქცია გასულ კვირასაც გამართეს, თუმცა მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ საწვავის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. 

ფოტო: ტვ4