რუსთავში თბილისის ქუჩაზე ხანძარია

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს.