რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში წლინახევრის გოგონა გარდაიცვალა. მცირეწლოვანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.