მტკვრიდან ამოყვანილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრიდან ამოყვანილი ერთი არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაციის შედეგად, წყლიდან ამოყვანილ უგონო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, მტკვრიდან მაშველებმა ორი ბავშვი ამოიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.