აჭარაში კორონავირუსზე 270 ტესტის პასუხი მიიღეს

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე ბოლო 24 საათის განმავლობაში 270 ტესტი ჩატარდა. ლაბორატორიებიდან მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, ცხელების ცენტრში ანალიზებს დღეს 40-ზე მეტ ადამიანს აუღებენ. 

საქართველოში კორონავირუსით 566 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი. გარდაცვლილია 6.