საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა - რა შეზღუდვები რჩება ძალაში

დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. 

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება.

კერძოდ:

დღეიდან, სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა ეხსნებათ 70 წელს ზევით მოქალაქეებს.

გარდა ამისა, დღეიდან პირბადე სავალდებულო ხდება ტაქსის მძღოლებისთვის და ყველასთვის, ვინც საჯარო დახურულ სივრცეში იმყოფება. მათ შორის, სავაჭრო ობიექტებზე.

ისევ სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.