სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი პირდაპირ ეთერში წაუკიდეს - VIDEO

მოქალაქე ბაჩო ქათამაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირდაპირი ჩართვაში წაუკიდა ცეცხლი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას. ის "ნაციონალურ მოძრაობას" განადგურებით ემუქრებოდა. 

"გქონდეთ ჩემი იმედი. ხომ გეუბნებოდით გავამთლიანებ ქვეყანას ნიკოფსიიდან დარუბანდამდე-თქო. ზღაპარს კი არ ვყვები. გვირგვინი ჩემია", - ამბობდა ქათამაძე. 

კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობაში ხანძარი დღეს გაჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.