საახალწლო კონცერტის ნახვა მხოლოდ ტელევიზიით იქნება შესაძლებელი - კალაძე - VIDEO

,,ვინაიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას, გადაწყდა, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული და ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა გააშუქოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა ,,ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, საახალწლო დღეებში რამდენიმე კონცერტის გამართვა იგეგმება.