საარჩევნო უბანთან ჟურნალისტმა შეყვარებულს ხელი სთხოვა

ბათუმის მე-6 საარჩევნო უბანთან ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. სასიყვარულო ამბის მთავარი გმირები "აჭარის ტელევიზიის" წამყვანი გიორგი მიქელაძე და TV 25-ის წამყვანი ია გოლიაძე არიან. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონამ რჩეულს თანხმობა განუცხადა და არჩევნების გაშუქება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. 

ფოტო: "ბათუმელები"