საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. ამის შესახებ report.ge-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 სთ-დან 7 თებერვლის 03:30 სთ-მდე დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საჭიროა გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.