საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალური შოუ იწყება - VIDEO

რამდენიმე წუთში საბავშვო ევროვიზია 2020-ის მასშტაბური, ფინალური შოუ იწყება. ევროფესტივალზე, საქართველოს სახელით სანდრა გადელია წარდგება

სანდრა გადელია გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას "შენ მარტო არ ხარს" შეასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსი ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ხმის ონლაინ მიცემა ვებგვერდზე: vote.junioreurovision.tv არის შესაძლებელი.