საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

18 იანვარს 10:00-დან 17:00-მდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.  ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზად კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წულუკიძის, ზემო ვეძისის, ონიაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ყუშიტაშვილის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.