საბურთალოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა - განახლებულია

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს,  აფეთქება კაფე "ვერდეს" მიმდებარედ, გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

დაშავებულია ერთი პირი. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ჯგუფი იმყოფება.