საჩხერის სოფელ მერჯევთან ავარიის შედეგად 8 პირი დაშავდა

საჩხერის სოფელ მერჯევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტოიოტასა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

დაშავებულია რამდენიმე პირი. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.