სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 406 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 94, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 1, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 144, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 360 საიდანაც: 3 030 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 742, აჭარაში - 163, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 331, აჭარაში - 32, იმერეთში -153. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 785 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 578 - თბილისში, 195- აჭარაში. 5 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.