სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.

590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 222- აჭარაში.

4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4.