სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 420, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 307, აჭარაში - 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 106, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.