სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 32, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76. კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 914, აჭარაში - 361, იმერეთში - 435. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 15, იმერეთში - 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 - თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 811 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 786 პირი, აჭარაში - 2 320, იმერეთში - 1 490.