სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალიშემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში.

5 502 პირი ვირუსისმკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.