სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 618, აჭარაში - 234, იმერეთში - 388. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 647 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 9, იმერეთში - 14. 602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.