სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს და როგორია პაციენტების მდგომარეობა

ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. ინფიცირების 2 212 აქტიური შემთხვევიდან კი, 249 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.