სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი - 618, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა.