სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი  ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ყველაზე ცოტა მაჩვენებელი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირებული არ გამოვლენილა. 

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 7, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრორმაციაში.