სად იყო თბილისში ყველაზე მაღალი და დაბალი აქტივობა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, დედაქალაქში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 47.7%-მა მიიღო, რაც 478 642 ამომრჩეველია.

ცესკოს მონაცემებით, ოლქების მიხედვით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკის ოლქში დაფიქსირდა -54,27%, ხოლო ყველაზე დაბალი ისნის ოლქში - 42,5%.

მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 53,41% იყო, საბურთალო - 52,75%, კრწანისი- 43,6%, სამგორი - 43,06%, ჩუღურეთი - 48,42%, დიდუბე - 53,18%, ნაძალადევი - 45,52%, გლდანი - 45,76%.