"სად ჯანდაბაში მიგაქვთ ეს ფულები?!" - გასვიანი ეპისკოპოსებს მიმართავს

ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც სამღვდელოებას მიმართავს:

"კრიპტო ეპისკოპოსებო, ამდენ მძიმე სენით დაავადებულებს რა ეშველება?? ტელეწამყვანები, ცნობილი ადამიანები, და ინფლუენსერები "ვაშეარებთ" ყოველდღე მათ დასახმარებელ ფოტოებს და ანგარიშის ნომრებს, რომ 1 ლარით მაინც დაეხმაროს ვინმე! თქვენ კი მილიონებით მდიდრდებით! სად ჯანდაბაში მიგაქვთ ეს ფულები???? ბოსტნების მაგივრად მაინინგები ჩაგიდგამთ მონასტრების ეზოებში! ერთი მაინინგი მაინც დაგედგათ გაჭირვეულთა და მძიმე სენიანთა დასახმარებლად!

"ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 24. და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (მუხლები 23-24)", - წერს გასვიანი სოციალურ ქსელში.