"სადახლოზე" მოქალაქემ, მანქანაში მოწყობილი სამალავით, ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა

მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. რუსეთის მოქალაქემ „სადახლოს’’ გამშვებ პუნქტზე 6 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები მანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით შემოჰქონდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.