17 წლის გოგო მოპედით რკინის კონსტრუქციას შეეჯახა და მძიმედ დაშავდა

რუსთავში, 17 წლის გოგო მოპედით რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. არასრულწლოვანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით პაციენტს მარცხენა ბარძაყის მიდამოში ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს მიღებული.

„ ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ინფლუზიური თერაპია. ამ დროისთვის მას ტკივილები აღარ აქვს", - განაცხადა ექიმმა, ელისო დვალმა.

ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მოხდა.