"საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა ეკლესიური წესი არ არის" - არქიმანდრიტი იოანე

არქიმანდრიტი იოანე აცხადებს, რომ სასაფლაოებზე დიდი სუფრების გაშლა ეკლესიური წესი არ არის.

მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ და პანაშვიდებს გადაიხდიან.

"ეკლესიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ. ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. მოძღვრები გადაიხდიან პანაშვიდს. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი.

ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. შეიძლება ეს ყველაფერი ინფექციის წყარო გამხდარიყო. ნუგეში ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფლავებზე ვერ მივლენ, საფლავები იქნება ნაკურთხი,"- განაცხადა არქიმანდრიტმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება.