საფრანგეთში 27 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საფრანგეთში, 27 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. გარდაცვლილი თელავის მკვიდრია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის ოჯახმა უწყებას ცხედრის გადმოსვენების თაობაზე მიმართა.