საგარეჯოს ბაზართან მეხი ჩამოვარდა

საგარეჯოში მეხი ჩამოვარდა. მეხი ბაზართან ახლოს ხეებს დაეცა. როგორც საგარეჯოში მცხოვრები ცისანა დარბაისელი სოციალურ ქსელში წერს, მეხი მის ეზოში ხეებს დაეცა, არავინ დაშავებულა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება ნგრევის შესახებ მათთან არ შესულა. 

საგარეჯოში დღეს გადაუღებლად წვიმს. ტემპერატურა ქალაქში +12 გრადუსია.