საგარეჯოში 32 წლის კაცს ეძებენ

საგარეჯოში გაუჩინარებულ 32 წლის ჯომართ ახმედოვს ეძებენ. მწყემსი 25 ივლისს სოფელი თულარიდან უკანა ფშავის მიმართულებით ცხვარში წავიდა და არ დაბრუნებულა.

შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.