საგარეჯოში კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ კაკაბეთში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 60 წლამდე მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მიიმალა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ტრაქტორის მძღოლი იდენტიფიცირებულია.