საგზაო შემთხვევის დროს კურიერები დაშავდნენ

მოპედით მოძრავი კურიერები ერთმანეთს დაეჯახნენ. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

როგორც reprt.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ახალგაზრდა მამაკაცებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. მათ შორის, ერთს შესაძლოა, ხელიც ჰქონდეს მოტეხილი.

საგზაო ინციდენტის დროს დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს.