საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონოვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

stopcov.ge-ზე, ამ დროისათვის არსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 593

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 223

მათ შორის გარდაცვლილი - 9

კარანტინის რეჟიმში - 4830

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3