საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148 გახდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდზე არსებული ახალი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში - 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი იმყოფება.