საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მედიკოსის თქმით, მხოლოდ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რიცხვი 795-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 931გახდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, თუმცა გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები ჯერჯერობით ოფიციალურ საიტზე stopcov.ge-ზე არ განახლებულა და კვლავ 794 რჩება.