საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 22:53 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ბორჯომთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,0 მაგნიტუდა შეადგინა.