საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 12 აპრილს, თბილისის დროით 18:19 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ცაგერთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.