საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, განმეორებითმა ტესტირებამ ერთ პაციენტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

გარდა ამისა, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა.  ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, დღეიდან,საქართველოში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.