საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 15 მარტს, თბილისის დროით 19:25 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.