საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა 15:08 საათზე მოხდა.