საქართველოს პარლამენტის წევრები ხვალ საჯაროდ აიცრებიან

საქართველოს პარლამენტის წევრები ხვალ, 6 მაისს საჯაროდ აიცრებიან.

დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აკადემიკოს, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 13:00 საათზე გაიკეთებენ.

პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნობა.