საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. 

კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანი იმყოფება.