საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 32 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა და 2054 გახდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.