საქართველო პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

საქართველო პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. 

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

საუკუნის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. 

1921 წლის კონსტიტუცია 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე, რომელშიც თანადროული კონსტიტუციონალიზმის ყველა მიღწევა და საკაცობრიო ღირებულება აისახა.