საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის დროით 18:04 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერესთან, სოფელ ხარისთვალთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.