საქართველო ტურისტებისთვის რეკომენდირებული ქვეყნების სიაში მოხვდა

ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ტურისტებისთვის საუკეთესო მიმართულებებზე წერს. კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც „ეარბალტიკი“ მოგზაურების მოყვარულებს რეკომენდაციას უწევს,  ევროკავშირის ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა. 

„ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც პირველი ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სტატიაში.

ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.